„დიდება თავისუფლებას,“ - რუსთაველზე რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მაია ასათიანმა მიმართა. ტელეწამყვანმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რუსთავი2-ის დამხობა ნიშნავს, რომ თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ციტადელი დაემხობა... ჩვენ ბევრნი ვართ და არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში სიბნელე დადგეს,“ - განაცხადა მაია ასათიანმა.
მისივე თქმით "საქართველოში მზე ოქროყანიდან არ ამოდის" და ეს ყველამ უნდა იცოდეს.
წყარო:
gurianews.com
gurianews.com
19.02.2017